- ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, რუხი მოლში, შაბათს, 2 ნოემბერს დაგეგმილი მასშტაბური საშემოდგომო ბაზრობა უამინდობის გამო გადაიდო.
საშემოდგომო ბაზრობა მომავალი კვირის შაბათს, 9 ნოემბერს გაიმართება. საშემოდგომო ბაზრობაში სამეგრელოს რეგიონის მუნიციპალიტეტები მიიღებენ მონაწილეობას.
ბაზრობაზე საბითუმო ფასად წარმოდგენილი იქნება სოფლის მეურნეობის პროდუქციის სხვადასხვა სახეობა, ადგილობრივი მეწარმეების ხელნაკეთი ნივთები და ფლორისტების გამოფენა-გაყიდვა.
საშემოდგომო ბაზრობაში მონაწილეობის მსურველ მეწარმეებს რეგისტრაციის გავლა რუხი მოლის ადმინისტრაციაში შეეძლებათ.
საშემოდგომო ბაზრობით დაინტერესულ მოქალაქეებს უფასო ტრანსპორტი სავაჭრო ცენტრ ,,ალიანსის“ მიმდებარე ტერიტორიიდან ყოველ 15 წუთში მოემსახურება.