- პროგრამა “ჩემი პირველი კომპიუტერის” ფარგლებში, დღეს ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარების სასახლეში, 2018-2019 სასწავლო წლის საბაზო საფეხურის წარჩინებული მოსწავლეები დააჯილდოვეს.
დაჯილდოვდა ზუგდიდის, ჩხოროწყუსა და წალენჯიხის საჯარო სკოლის 227 წარჩინებული მოსწავლე.
პროგრამას “ჩემი პირველი კომპიუტერი” საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსთან ერთად ახორციელებს.