“ხაჭაპურის ფესტივალის” გამარჯვებული მეგრული ხაჭაპურია


ფესტივალის ჟიურის გადაწყვეტილებით, “ხაჭაპურის ფესტივალის” გამარჯვებული გახდა მეგრული ხაჭაპური, რომელიც გამოაცხო მარტვილელმა ქალბატონმა ბელა კუპრავამ.

ფესტივალზე ხაჭაპურის გარდა მომზადდა ელარჯი და გებჟალია.

მოქალაქეებს, რომლებიც დაესწრნენ ფესტივალს, შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ფესტივალზე წარმოდგენილი  სხვა პროდუქტებიც”.

“ხაჭაპურის ფესტივალს უძღვებოდნენ  ნიკა წულუკიძე და მაია ღუბელაძე.

“ხაჭაპურის ფესტივალის” დასრულების შემდეგ ჩატარდა  სოფო ბათილაშვილის კონცერტი.

ფესტივალი ერთდღიანი გასტრონომიული ღონისძიებაა, რომელიც სამეგრელო-ზემო სვანეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის ორგანიზებით და პროექტ “ზრდას”, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, რუხის სავაჭრო ცენტრის, საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის და რეგიონული ხელისუფლების მხარდაჭერით განხორციელდა.

 

 


კომენტარი

  1. მანანა ცხადაია

    შესანიშნავი ღონისძიება გამოვიდა! მადლობა ორგანიზატორებს…

  2. მანანა ცხადაია

    მშვენიერი ღონისძიებაა!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!