- წარმოშობით ნარაზენელმა, საქართველო-უკრაინის მოქალაქემ გიორგი (გიგა) ბერიშვილმა, ფეისბუქის საკუთარ გვერდზე განცხადება გაავრცელა.
სადაც ის, მთავრობას, მოუწოდებს, მიქაციოს ყურადღება შობადობის საკითხებს და ქვეყანაში გამოაცხადოს “საგანგებო დემოგრაფიული მდგომარეობა”
“რად გვინდა გალამაზებული ქალაქები, დაგებული გზები, თუ ქართველები აღარ ვიქნებით. მთელი რესურსი მიმართული უნდა იყოს დემოგრაფიული პრობლემების გადასაჭრელად, ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად, ოჯახების გასაძლიერებლად და ერის გასამრავლებლად. უნდა აიკრძალოს აზარტული თამაშები, გამკაცრდეს ემიგრაცია, მამათმავლობისა და მსგავს გარყვნილებათა პროპაგანდა და განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ ორსულ ქალებს, მრავალშვილიან ოჯახებს. სამწუხაროდ, ხელისუფლება ვერ აფასებს იმ მძიმე შედეგებს, რაც შეიძლება მოყვეს ზემოხსენებული პრობლემების მოგვარებას. მივმართავ მთავრობას, შობადობის გაზრდის მიზნით განახორციელოს ეფექტური ღონისძიებები და ქვეყანაში გამოაცხადოს საგანგებო დემოგრაფიული მდგომარეობა”. -ნათქვამია ბერიშვილის განცახდებაში.
საკითხთან დაკავშირებით, “ზუგდიდელები” გიორგი (გიგა) ბერიშვილს დაუკავშირდა. მან განმარტა, რომ მისი განცხადებების მიზანი არის და იქნება ერისთვის ღირსების დაბრუნება სიტყვით და საქმით. “ვფიქრობ, რომ პირველ რიგში, ჯანდაცვა უნდა გახდეს ხელმისაწვდომი დაბალი ფენისთვის, მრავალშვილიანი ოჯახების კეთილდღეობაზე და ბავშვების განათლებაზე მთავრობამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა”.