- დღეს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის სამკითხველო დარბაზში გაიმართა ნანა კვაშილავას პოეზიის საღამო “სიყვარულამდე მეყვარები”.
ნანა კვაშილავას ცხოვრებაზე და მის შემოქმედებით საქმიანობაზე ისაუბრეს მისმა მეგობრებმა. მოწვეულ სტუმრებს მიესალმა პოეტი და საზოგადოებას მადლობა გადაუხადა მობრძანებისთვის.
ნანა კვაშილავა არის ავტორი პოეტური კრებულისა “ღიმილი ჩემი ავტოგრაფია”. ამჟამად, გამოსაცემად მზადდება პოეტის მეორე კრებული “მესტუმრე ლექსიდან”.