- ზუგდიდის რკინიგზის სადგურს რეაბილიტაცია ჩაუტარდა.
რკინიგზის სადგურის უფროსმა ქეთევან კიკალიშვილმა “ზუგდიდელებს” უთხრა, რომ კომპანია “ჯიარ ტრანზიტმა” სადგურის ტერიტორიაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები განახორციელა. “მთლიანად ჩაუტარდა რემონტი დარბაზს ჩაისვა ფანჯრები, გამოიცვალა კარები, შეკეთდა გარეთა ფასადი”. რკინიგზის მიმდებარე შიდა ტერიტორიაზე გრძელდება სარეაბილიტაციო სამუშაოები.