26 აპრილს, ერევანში ჩატარდა სამეჯლისო-სპორტული ცეკვების ღია ჩემპიონატი, სადაც მონაწილეობდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის სამეჯლისო-სპორტული ცეკვების ანსამბლი ,,ეზი“ (ხელმძღვანელები: გოჩა კაპანაძე და მაია შამათავა).
სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიებში I ადგილი წყვილებში მოიპოვეს: ტატო ქირიამ და მეგი როგავამ, ვატო და ტატა ჭკადუებმა.
ინდივიდუალურ პირველობაში სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში I ადგილი მოიპოვეს: ლიზი ცხადაიამ, ნინი ქირიამ, აზუკა ნარმანიამ, მეგი როგავამ, კესო ჯაბუამ, ნინი არქანიამ. II ადგილი – ანი ღვინჯილიამ, ლიზი ფიფიამ, ანანო ახალაიამ, ლიზი ჯახაიამ. III ადგილი – ანი კვარაცხელიამ, ტატა ჭკადუამ, მაგდა ტაბაღუამ, ანი დარსანიამ, ნინი თორდიამ, ნინი ჯიქიამ, კესო მებონიამ.