უფასო გამოკვლევები მოსახლეობისათვის


ჩხოროწყუს გამგეობის და საკრებულოს ინიციატივით ორგანიზაცია „საქართველო დევნილთა მხარდაჭერისთვის“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ლესიჭინეს სკოლაში ადგილობრივებს უფასო სამედიცინო გამოკვლევებს ჩაუტარდათ. გამოკვლევების პროცესი სამეგრელო-ზემო სავნეთის გუბრენატორის პირველმა მოადგილემ კობა ქანთარიამ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს. ვიცე-გუბერნატორმა აქციის ორგანიზატორებს და ექიმებს მადლობა გადაუხადა და შემდეგი გამოკვლევების დაგეგმვა-ორგანიზებაში დახმარება აღუთქვა.

სამედიცინო ჯგუფში, ყველა სამედიცინო პროფილის 26 მაღალკვალიფიციური ექიმი შედის. გამოკვლევები ჩაუტარდა 1000-მდე პაციენტს. გარდა გამოკვლევებისა, მოსახლეობას უფასო მედიკამენტებით უზრუნველყოფენ, სოციალურად დაუცველ ბავშვებს კი, ჰუმანიტარული დახმარება ეძლევათ, რომელთა შორისაა ბავშვთა საკვები, მოვლის საშუალებები, სათამაშოები და ტანსაცმელი.

სამეგრელო-ზემო სავნეთის გუბერნატორის პირველი მოადგილის განცხადებით, უკვე დაგეგმილია მსგავსი სამედიცინო აქცია ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაბუმეში. კობა ქანთარიას განმარტებით, სამედიცინო გამოკვლევები სხვა მუნიციპალიტეტებშიც ჩატარდება.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!