9 საქმე, რომელიც უნდა მოასწროთ 9 საათამდე


  • თუ დილით გაიღვიძეთ, დაფიქრდით, რომ თქვენ მოგეცათ უნიკალური საშუალება, ისუნთქოთ, იფიქროთ, დატკბეთ და გიყვარდეთ. დღეს შევკრიბეთ ყველა ის მნიშვნელოვანი 9 საქმე, რომელიც მთელ დღეს გაგიბედნიერებთ.

ლოცვა: მშვიდ გარემოში მოხერხებულად მოეწყვეთ და ილოცეთ.

მადლიერება საკუთარი თავის მიმართ: იყავით იმის მადლიერი, რაც გაქვთ. მცირე საქმის გაკეთების შემდეგაც კი შეაქეთ საკუთარი თავი. არც სხვებისთვის დაგავიწყდეთ მადლობის თქმა.

წყლის დალევა: სხეული რომ გამოფხიზლდეს 1 ჭიქა წყალი უნდა დალიოთ. ამასთანავე, გაისუფთავებთ ორგანიზმს ტოქსინებისგან. წყალი შიმშილის გრძნობასაც შეგიმცირებთ და თავის ტკივილსაც.

ვარჯიში: მსუბუქი ვარჯიში, რომელიც აამუშავებს კუნთებს, ძვლებს. ხერხემალს ელასტიკურობას შეძენს.

მუსიკა: განწყობას შეგიქმნით. ამიტომ, გონივრულად უნდა შეარჩიოთ. უმჯობესია, ენერგიაზე მომყვან მელოდიას მოუსმინოთ.

ღიმილი: გაუღიმეთ საკუთარ თავს, გარშემო მყოფებს. დილიდან დაიმუხტეთ პოზიტივით.

მილაგება: სახლიდან გასვლამდე მოაწესრიგეთ თქვენი ბინა, რათა საღამოს შინ დაბრუნებულმა დალაგებულ ზომაში დაისვენოთ.

სია: ჩამოწერეთ დღის განმავლობაში შესასრულებელი საქმეების სია, რათა არაფერი გამოგრჩეთ.

ჯერ რთული: ეცადეთ, თავდაპირველად რთული საქმე შეასრულოთ. დანარჩენს სწრაფად და ადვილად შეასრულებთ. თუ ჯერ პატარ-პატარა საკითხებს მოაგვარებთ და რთულს შემდეგისთვის შემოინახავთ, მის დასასრულებლად არც დრო დაგრჩებათ, არც ენერგია.

წყარო

მოგიხსნით.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

19 − 2 =

Akismet ანტისპამი