- დღეს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის ცენტრალურმა ბიბლიოთეკამ გამოცხადებულ კონკურსზე “აგვისტოს ცხელი ზაფხული წიგნთან ერთად” დაჯილდოების ღონისძიება გამართა.
- ამდღა, ზუგიდს, ბიბლიოთეკაქ, გმოცხადებული კონკურსიშ “არგუსოს ჩხე ზაფხული წიგნებწკუმა ართო” გომორძგვილეფი დაჯილდოუ.
ღონისძიებაზე, გამოვლინდა აგვისტოს თვის ყველაზე აქტიური ათი მკითხველი. ადგილები განაწილდა პირველიდან ათის ჩათვლით. ბიბლიოთეკის მართვის ცენტრის დირექტორის მადონა მაქაცარიას განმარტებით, პროექტი წარმატებით განხორციელდა და ის მომავალშიც განხორციელდება.
ფასიანი საჩუქრები გადაეცათ საუკეთესო ოთხეულში გამარჯვებულებს: ქრისტინა ქარჩავას, ნატრული დარასელიას, მარიამ თორიას და სანდრო როგავას. დანარჩენ მონაწილეებს: მარიამ ქვარაცხავას, თინათინ ნარმანიას, ლევან შელიას, ირმა გვილიას, ლიზი ჩხეიძეს და ჯუმბერ მაქაცარიას ბიბლიოთეკების მართვის ცენტრისგან, სიმბოლურად, საჩუქრად, წიგნები გადაეცათ.
კონკურსი ტარდებოდა პირველი აგვისტოდან 31 აგვისტოს ჩათვლით ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მასშტაბით.