ზუგდიდში, ილია ჭავჭავაძის ქუჩაზე, ფაიფურის უბანში, ვეტერანთა ხეივნის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. მოეწყობა სკვერი, საფეხმავლო ბილიკი, გარე განათება, გამწვანება, ბორდიურები და ველო ბილიკი. პროექტს, როგორც მერიის პრესსამსახურმა აცნობა “ზუგდიდელებს”, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი ასრულებს და მისი ღირებულება 252 581 ლარია.
მივესალმები, ბრავო!