აღნიშნილი ინფორმაცია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ საჯარო სკოლების დირექტორებთან შეხვედრისას გააჟღერა.
“ვიცი, რომ სკოლებში ბევრი პრობლემაა მოსაგვარებელი და ამას ეტაპობრივად აუცილებლად მოვაგვარებთ, მიმდინარე წელს 1 500 000 ლარი სველი წერტილების რეაბილიტაციისთვის იხარჯება, ეს პროცესი მზარდია და 2020 წელს სკოლებში ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად 2 500 000 ლარის გამოყოფა იგეგმება. პრიორიტეტები რა თქმა უნდა თქვენთან კონსულტაციის შედეგად შეირჩევა. წელს 5 ახალი საჯარო სკოლა გვექნება, სრულად რეაბილიტირდება ზუგდიდის N 3 საჯარო სკოლაც. ის სამუშაოები რაც ამ ეტაპზე საჯარო სკოლებში მიმდინარეობს სასწავლო წლის დაწყებამდე აუცილებლად დასრულდება.“-აღნიშნა შეხვედრაზე გიორგი შენგელიამ.