კიტრი თქვენი კანისთვისაც სასურველი პროდუქტია


  • კიტრი არა მარტო სეზონური ბაღჩეული და სალათის შეუცვლელი ინგრედიენტია, არამედ უკვე არაერთგზის გამოცდილი, საუკეთესო კოსმეტიკური საშუალებაცაა. თქვენი კანი მისი საშუალებით შეებრძოლება ნაოჭებს და მუდამ გლუვი, რბილი, ულაქებო იქნება.

ყველაზე მარტივი ნიღაბი თქვნს კანს დაეხმარება ელასტიურობის აღდგენაში. ამისათვის დაგჭირდებათ რამდენიმე კიტრი, სახეხი და ცოტაოდენი დრო. მისი გამოყენება შეიძლება არა მარტო სახისთვის, არამედ დეკოლტეს ზონაში და მხრებზეც.  გახეხეთ კიტრი მსხვილ სახეხზე, გაინაწილეთ სახეზე ან დეკოლტეს ზონაში და 10-15 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ.

კიტრს მათეთრებელი ეფექტი აქვს ლიმონის წვენთან ერთად. აიღეთ კიტრის ნაჭერი, დაასხით მასზე ახალგამოწურული ლიმონის წვენი, ისე რომ დაფაროს მთლიანად და დადეთ რამდენიმე საათით, ხოლო შემდეგ ამ კიტრის ნაჭრით გაიწმინდეთ სახე, 20-25 წუთის შემდეგ კი გრილი წყლით დაიბანეთ. ერთჯერადი პროცედურა დიდ ეფექტს არ იძლევა, საჭიროა რეგულარულად მისი გამოყენება.

მათეთრებელი ნიღაბი ცხიმიანი კანისთვის: კიტრი გავხეხოთ წვრილ სახეხზე, შევურიოთ ათქვეფილი კვერცხის ცილა და დავამატოთ რამოდენიმე წვეთი ლიმონის წვენი. წავისვათ სახეზე და გაშრობის შემდეგ ხელსახოცით ფრთხილად ჩამოვიწმინდოთ. ამის შემდეგ კი სახე მინერალური წყლით უნდა დავიბანოთ.

მკვებავი ნიღაბი მშრალი კანისთვის: გავხეხოთ კიტრი წვრილ სახეხზე და შევურიოთ არაჟანი პროპორციით 1:1-ზე. მიღებული მასა წავისვათ სახეზე და ყელზე და გავიჩეროთ 15 წუთი.

მკვებავი ნიღაბი შერეული კანისთვის:გავხეხოთ კიტრი წვრილ სახეხზე, დავუმატოთ ერთი სუფრის კოვზი მზესუმზირის ზეთი, ერთი სუფრის კოვზი რძე და ამდენივე ხაჭო. 15 წუთის შემდეგ სახე ჩამოვიბანოთ (სასურველია მინერალური წყლით).

გარდა ამისა, კიტრისგან, თავადვე შეგიძლიათ მოამზადოთ გამწმენდი ლოსიონი: გავხეხოთ კიტრი წვრილ სახეხზე, დავასხათ არაყი პროპორციით 1:1-ზე. სამი დღე-ღამის განმავლობაში უნდა დავდგათ. შემდეგ მოათავსოთ მაცივარში. გამოყენების წინ უნდა გააზავოთ წყლით 1:1-ზე.

და კიდევ: კიტრის ნიღაბი შესანიშნავია პირის გარშემო არსებული ნაოჭებისთვის: ამისათვის, კიტრი უნდა მოვათავსოთ საყინულეში მთელი ღამით, როდესაც გამოიღებთ გაყინულ კიტრს, დადეთ ოთახის ტემპერატურაზე. გამლღვალი კიტრი დაჭერით მრგვალ ნაჭრებად, დაიდეთ პირის გარშემო არსებულ ნაოჭებზე და გაიჩერეთ რამდენიმე წუთი.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!