საქართველოს პრეზიდენტი 2008 წლის აგვისტოს ომზე


  • საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, საქართველო-რუსეთის 2008 წლის აგვისტოს ომზე, სხვადასხვა დროს, სხვადასხვა  მედიაგამოცემასთან დააფიქსირა თავისი აზრი. გთავაზობთ ამონარიდებს გამოსვლიდან, რომელიც ჯერ კიდევ პრეზიდენტობის კანდიდატმა გააკეთა:

” საქართველო-რუსეთის ომი ვინ დაიწყო? ცხადია, რუსეთმა და რატომ? რუსეთი შემოიჭრა მის მიერ აღიარებულ საქართველოს ტერიტორიაზე ტანკებით და სამხედრო თვითმფრინავებით და არა პირიქით.”

“საქართველო რუსეთის ტერიტორიაზე არასოდეს არ შეჭრილა, არასოდეს არ მოუხდენია აგრესია.”

“ეს არის ისეთი ელემენტარული, როგორც 1+1 არის 2. ამაზე ვინ შეიძლება დაობდეს? ეს არასოდეს არ ყოფილა ჩემი სათქმელი და ამაზე არ ვმსჯელობდი.”

” არც მე და არცერთი ქართველი არ დაუშვებს თქვას, რომ რუსეთის და საქართველოს ომი საქართველომ დაიწყო.”

“ვამბობ, რომ იმდროინდელმა პრეზიდენტმა და ხელისუფლებამ დაუშვა ან დიდი შეცდომა, ან ჩაიდინა დიდი დანაშაული, რის შედეგშიც ვცხოვრობთ ჩვენ, ჩვენი დევნილები და ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაუცველი ჩვენი სახელმწიფოს მოქალაქეები“.

” ვინც მაბრალებს, რომ სამართლებრივი კუთხით, საერთაშორისო სასამართლოების დავების წარმართვის დროს, ჩემი ართქმული ციტატები შეიძლება იყოს გამოყენებული ქვეყნის წინააღმდეგ, რატომ არავინ არ თვლის, რომ იმდროინდელი განაცხადები ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტის, პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის და ა.შ. – იმათმა ნათქვამმა იმ დღეებში არ შეიძლება, რომ ავნოს საქმეს საერთაშორისო სასამართლოებში და რატომ ამაზე არა ვფიქრობთ.“

ვიკითხოთ, ვინ დაარქვა “ზემო აფხაზეთი” კოდორის ხეობას, ცხინვალის რეგიონი და კონფლიქტური ზონა ვინ გააფართოვა და “სამხრეთ ოსეთად” ოფიციალურად მონათლა? ვინ დატოვა კოდორში ძვირადღირებული შეიარაღება და ვინ დატოვა ტყეში ჩვენი ბიჭები?“

ჩვენ წარსულზე, ჩვენი ხელისუფლების დანაშაულზე უნდა ვიცოდეთ რეალობა იმიტომ, რომ წინ გვაქვს მომავალი და ამ მომავალში არა მხოლოდ საქმე უნდა ვაკეთოთ და ქვეყანა გავაძლიეროთ, არამედ უნდა გავამთლიანოთ. და რომ გავამთლიანოთ, ჩვენ ძმებს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ე.წ. რესპუბლიკებში უნდა მივმართოთ, რომ ისინი არიან საქართველოს მოქალაქეები, რომ არ სჭირდებათ რუსეთის დაცვა, რომ ისინი არიან ჩვენი მომავალი და ერთად გავმთლიანდებით.“


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!