- BBC-ის ინფორმაციით, საუდელ ქალებს დამოუკიდებლად მოგზაურობის უფლება მისცეს. შესაბამისი ნებართვა საუდის არაბეთის მეფემ გასცა.
აქამდე, საუდელ ქალებს ქვეყნის დატოვებისთვის ოჯახის წევრი კაცის ნებართვა სჭირდებოდათ. ახლა, მათ კაცების მსგავსად, შეუძლიათ სასურველ ქვეყანაში წასვლა. ასევე შეუძლიათ აიღონ პასპორტი.