“გავულამაზოთ ერთმანეთს დღეები”


  • დღეს, ხანდაზმულთა დღის ცენტრში, გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით “გავულამაზოთ ერთმანეთს დღეები.” ღონისძიებაზე ვეტერან ქალთა ანსამბლი “მაფშალია” და საცხოვრისის ბენეფიციარები მონაწილეობდნენ. ცენტრის თანამშრომლებმა და ბენეფიციარებმა სტუმრებს დაათვალიერებინეს ერთი თვის განმავლობაში, დღის ცენტრის ბენეფიციარების მიერ შექმნილი ნამუშევრები.

ხანდაზმულთა დღის ცენტრის მენეჯერმა ნანა შონიამ “ზუგდიდელებს” უთხრა, რომ ბენეფიციარებისთვის სხვადასხვა ღონისძიების გამართვას გეგმავენ. “ვიმედოვნებთ, მათი ცხოვრება ჩვენი ღონისძიებებით და ჩართულობით, უფრო ლამაზი იქნება. აქ თითოეული ადამიანი მოდის თავისი ისტორიით, გვინდა, რომ მათ თავიანთი ტკივილი, ასაკი დავავიწყოთ. ვეცდებით, გავულამაზოთ თითოეულ მათგანს ცხოვრება.”

ღონისძიებაზე იმყოფებოდა მერის მოადგილე კონსტანტინე კაკავა. მან აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ზუგდიდში ხანდაზმულთა დღის ცენტრის არსებობა. “ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია, შეძლებისდაგვარად, ყოველთვის, მხარში ამოუდგება მოხუცებს და ზოგადად, განსაკუთრებული, ან სპეციალური საჭიროებების მქონე ხანდაზმულებს და ჩვენს მოქალაქეებს. ეს არის ჩვენი ზრუნვის საგანი. საზოგადოებამ, სხვადასხვა სექტორმა, მათ შორის ბიზნეს სექტორმა, სამოქალაქო სექტორმა, თვითმმართველობამ, უნდა გავინაწილოთ სოციალური პასუხისმეგბლობა და ამ ადამიანებს ვაგრძნობინოთ, რომ მერია და საზოგადოება მათ ვუდგავართ მხარში.”

პროექტი “პარტნიორობა ჩართულობითი პოლიტიკის შესაქმენლად” დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ (European Union in Georgia) და მას ახორციელებს ASB Georgia, პარტნიორ ორგანიზაციებთან საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი “აფხაზეთი” (CHCA და Kakheti Regional Development Foundation (Kakheti Regional Development Foundation (KRDF)) ერთად.

პროექტს ახორციელებს რეაბილიტაციისა და განვითარების საქველმოქმედო ცენტრი “თანაზიარი” ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით.

 


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!