- დღეს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ახალი წევრის, ჯონი ზარანდიას უფლებამოსილება ცნო.
“ბატონი კონსტანტინე კაკავა გადავიდა აღმსასრულებელ შტოში, მერის მოადგილე გახდა. ის გახლდათ პროპორციული სიით შემოსული დეპუტატი საკრებულოში. შესაბამისად, ადგილმონაცვლე წევრი, ბატონი ჯონი ზარანდია შემოდის საკრებულოში და უერთდება ჩვენს რიგებს. ჩვენ ცნობად ვიღებთ იმ დოკუმენტაციას, რომელიც შემოსულია საოლქო საარჩევნო კომისიიდან და დღეიდან ვიღებთ მას, როგორც ოფიციალურ წევრს. ვულოცავთ და ვუსურვებთ წარმატებულ საქმიანობას”.-განაცხადა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ, სამანდატო და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ სანდრო სორდიამ.