- “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმა და მოქალაქეებმა საპროტესტო აქცია გამართეს და მოითხოვეს შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომა.
აქციის მონაწილეებს, ხელში ეჭირათ ტრანსფარანტები წარწერით: “გახარია წადი”, “რუსული ოცნება”, “რეჟიმი უნდა დაინგრეს”. რამდენიმე მონაწილეს კი სიმბოლურად ცალი თვალი ჰქონდა ახვეული.
აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ სალომე ფარცვანიამ ჟურნალისტებთან განაცხადა: “ჩვენ ვუერთდებით ყოველ საღამოს, 7 საათზე გამართულ აქციას პარლამენტთან და სოლოდარობას ვუცხადებთ მათ. ასევე ვუერთდებით მათ მოთხოვნებს და ვეუბნებით გახარიას იმას, რომ ის აუცილებლად უნდა წავიდეს. მე პირადად ვიდექი ბატონო გახარია 20 ივნისს აქციაზე, პირველი, რამდენიმე გასროლის შემდეგ, შოკში ვიყავი. მეგონა, ფეირვერკებს ისროდნენ. მე სუფთა ხელებით, ანთებული გულით პროტესტის გამოსახატად ვიდექი, ვეუბნებოდი არა ოკუპაციას, არა რუსეთს. თქვენ საქართველოს მოქალაქეებს დაუშინეთ ტყვიები, მოქალაქებს, რომლებიც თქვენ გიხდიან ხელფას, მოქალაქეებს, რომლებმაც თქვენ აგირჩიათ 2012 წელს და ზუსტად ეს მოქალაქეები ჩვენ გეუბნებით, რომ თქვენ უნდა წახვიდეთ. რეჟიმი უნდა დამთავრდეს”.