- ზაფხულის არდადეგების განმავლობაში, პედაგოგები, შიდასაქალაქო ტრანსპირტით უფასოდ ვერ ისარგებლებენ.
30 ივნისს, პედაგოგთა სამგზავრო ბარათებს ვადა ამოეწურათ. როგორც მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა “ზუგდიდელებს” განუმარტა, საზაფხულო სასკოლო არდადეგების პერიოდში, არ იმოქმედებს სამგზავრო ბარათები და პედაგოგებს, მგზავრობისას, ჩვეულებრივად მოუწევთ სამგზავრო თანხის გადახდა.
30 ივნისს, პედაგოგების სამგზავრო ბარათების ვადის ამოწურვის შესახებ, გააფრთხილებულია შიდასაქალაქო ავტობუსების მძღოლებიც.