- ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში მე-18 საუკუნის მუხა წაიქცა.
ა.ა.ი.პ “ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის” დირექტორი ზვიად ქარჩავა “ზუგდიდელებთან” საუბარში ამბობს, რომ მუხა ასაკოვანი და ავარიული იყო. შეფოთლილი მუხის ფესვებმა, ასაკის გამო. ვერ გაუძლო უხვ ნალექს, ქარს და მისი ფესვები გადასკდა.
როგორც ქარჩავა ამბობს, ჯერ არ არის გადაწყვეტილი, როგორ მოხდება მუხის ხის ბოტანიკური ბაღის ტერიტორიიდან გატანა და სად გამოიყენებენ მას, როგორც ძვირფას საშენ მასალას..