- გუშინ, პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია გამართეს პოლიტიკოსებმა, აქტივისტებმა და მოქალაქეებმა, ისინი ითხოვდნენ პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის, შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანლის ვახტანგ გომელაურის გადადგომას.
გვიან ღამით მდგომარეობა დაიძაბა. აქციის მონაწილეებმა სცადეს შეჭრა პარლამენტში. სამართალდამცავებმა, აქციის დასაშლელად გამოიყენეს წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები. განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, აქციის რამდენიმე მონაწილე დაშავდა, მათ შორის იყვნენ მოქალაქეები, სამართალდამცავები და ჟურნალისტები. სამართალდამცავებმა დააკავეს აქციის რამდენიმე მონაწილე
რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის დაშლისას დაშავებულები გადანაწილდნენ სხვადასხვა კლინიკებში. ამ დროისთვის, ჯერ–ჯერობით, უცნობია დაშავებულების ზუსტი რაოდენობა.
გუშინ, პარლამენტის შენობის წინ მდგომარეობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც პარლამენტში, მართლმადიდებელთა საერთაშორისო ასამბლეაზე, რუსული დუმის დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა საზოგადოებას პარლამენტის სპიკერის სავარძლიდან მიმართა რუსულ ენაზე.
პარლამენტარების პროტესტის შემდეგ, ასამბლეის მუშაობა ჩაიშალა.
გვიან ღამით, რუს დეპუტატს, რომელიც დაბინავებული იყო სასტუმრო “რედისონში”, იძულებით დაატოვებინეს საქართველო.