- ჯანდაცვის სამინისტროს ეკატერინე ტიკარაძე უხელმძღვანელებს, დავით სერგეენკო კი პრემიერის მრჩევლის თანამდებობას დაიკავებს, – აღნიშნული ცვლილებების შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ჯანდაცვის სფეროში 2012 წლიდან უმნიშვნელოვანესი რეფორმები განხორციელდა, რაც “ქართული ოცნების” პოლიტიკური გუნდის და პირადად დავით სერგეენკოს დამსახურებაა.