- ზუგდიდის დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ფოიეში გასაყიდად გამოტანილია კედლის მინიატურები, კერამიკული ფილები და ექსპონატის ნიმუშები.
“ჩვენ დიდი ხანია ვგეგმავდით და ვარჩევდით. ადრეც გვინდოდა, მაგრამ შესაძლებლობა არ გვქონდა. გადავწყვიტეთ, ყველაფერი აგვეღო დადიანების საგანძურიდან. მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში ყველა ტურისტს აქვს შესაძლებლობა, რაღაცა იყიდოს სამახსოვროდ. რაც შეეხება ფასებს, სხვადასხვა ფასია. ჩვენი მიზანი იყო დადიანების სასახლის პოპულარიზაცია და ამავდროულად, ცოტა საკუთარი შემოსავალი გვქონოდა. მუზეუმი დიდია და მას მოვლა-პატრონობა სჭირდება, ამაზე ჩვენ უნდა ვიზრუნოთ. სახელმწიფოს ძალიან უჭირს, გვინდა, სახელმწიფოზე არ ვიყოთ დამოკიდებული და ჩვენ თვითონ შევძლოთ ჩვენი თავის რჩენა”.-გვითხრა დადიანების ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის დირექტორმა ლილი ბერაიამ.