- მოსწავლე- ახალგაზრდობის განვითარების სასახლეში, დღეს, კიდევ ერთი ინტელექტუალური ღონისძიება ჩატარდა: ვიქტორინა-კონკურსი “ვუსმინოთ ყაზბეგს-ხევის ბეთჰოვენს”, რომელიც მიეძღვნა დიდი ქართველი მწერლის, პუბლიცისტის, თეატრალური მოღვაწის ალექსანდრე ყაზბეგის შემოქმედებას.
ვიქტორინა-კონკურსში მონაწილეობას ღებულობდნენ: ინგირის №1 საჯარო სკოლა –”ხევის საგა”, მეათე საჯარო სკოლა– “ნათლის ებგური”, მეორე საჯარო სკოლა– “მაფშალია”ჩ და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ზუმის საჯარო სკოლა–”ზუმერი”.
დღევანდელი ღონისძიების გამარჯვებული გახდა მეათე საჯარო სკოლა (ხელმძღვანელი: ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მაია თოდუა). გამარჯვებული გუნდის წევრებს გადაეცათ დიპლომები და ფასიანი საჩუქრები.
პროექტის მიზანი იყო: მოსწავლეების დაინტერესება ალექსანდრე ყაზბეგის შემოქმედებით, რომელშიც მონოლითურად შეიკრა ეპოქის ეროვნულ-სოციალური, ფილოსოფიურ-ეთიკური და ლიტერატურულ-ფსიქოლოგიური პრობლემატიკა, მოსწავლე-ახალგაზრდობის ცოდნის გაღრმავება კლასიკოსი მწერლის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ, ჯანსაღი დამოკიდებულების ჩამოყალიბება მწერლის მიერ წამოჭრილი ფასეულობებისადმი.