- დღეს, ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარების სასახლის ინტელექტუკლუბმა “რა? სად? როდის?” ფინალური შეხვედრა გამართა.
პირველ ასაკობრივ ჯგუფში გაიმარჯვა მეორე საჯარო სკოლის გუნდმა “ჯინსების თაობა”, მეორე ადგილზე გავიდა GG გიმნაზიის გუნდი “შრედინგერის კასტა”, მესამე ადგილზე გავიდა რუხის საჯარო სკოლის გუნდი “ქალდეა”.
უმცროს ასაკთა შორის, პირველი ადგილი დაიკავა მეხუთე საჯარო სკოლის გუნდმა “ფენიქსი”, მეორე ადგილზე გავიდა სასახლის უმცროს კლასელთა ჯგუფი “სასახლე”, მესამე ადგილზე კი გავიდა სასახლის “სრა”.
ინტელექტკლუბის “”რა? სად ? როდის?” ხელმძღვანელმა ჯენეტ ქვარცხავამ “ზუგდიდელებს” უთხრა, რომ წელს, ინტელექტკლუბის თამაშებში მონაწილეობდა დაახლოებით ოცამდე გუნდი. თამაში ხელს უწყობს ბავშვებში წიგნიერებისა და ინტელექტის ამაღლებას, მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებას, კრიტიკულ აზროვნებას და ერთმანეთთან თანამშრომლობას.