- ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახლადარჩეუმა მერმა გიორგი შენგელიამ შვილთან და “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ზუგდიდის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებთან ერთად საარჩევნო პლაკატების ჩამოხსნის პროცესში მიიღო მონაწილეობა.
შენგელიას განცხადებით, სააგიტაციო პლაკატებისგან გასუფთავდება ქალაქის და სოფლის ყველა ქუჩა და მოხდება პირვანდელი სახლის აღდგენა. პლაკატების ჩამოხსნის და გასუფთავების პროცესში ასევე ჩართულია “ზუგდიდდასუფთავების ცენტრი”.