- რაც უფრო გვემატება ასაკი, მით უფრო რთულია მკაცრი დიეტების დაცვა და კილომეტრების გარბენა ზედმეტი კილოგრამებისაგან გასათავისუფლებლად. ჰორმონალური ცვლილებები, დაღლილობა, დასვენების სურვილი და სტრესის გამო, სამსახურში თუ პირად ცხოვრებაში, რაიმე გემრიელის ჭამა – ლამაზი სხეულის მუდმივი მოწინააღმდეგეები არიან.
1. იძინეთ არანაკლებ 7 საათისა არასაკმარისი ძილი წონის მატების პროვოცირებას ახდენს. ძილის ნორმალური ხანგრძლივობა 40 წელს ზემოთ აუცილებლად უნდა შეადგენდეს 7 საათს.
2. ყურადღება მიაქციეთ ზურგს ლამაზი სხეულის შესანარჩუნებლად აუცილებელია რაც შეიძლება მეტი იმოძრაოთ. 40 წლის შემდეგ უმეტესობას არა აქვს სპორტულ დარბაზებში სიარულის და ხანგრძლივი, დამღლელი ვარჯიშებით თავის ტანჯვის სურვილი. ასეთ შემთხვევაში უნდა შეარჩიოთ შესაფერისი აქტივობის ფორმა, რაც თქვენში დაღლილობასა და უკურეაქციას არ გამოიწვევს. ფიტნეს-ინსტრუქტორები გირჩევენ, რომ სხეულის დატვირთვის ისეთი ფორმა შეარჩიოთ, რაც სასარგებლო იქნება, პირველ რიგში, ზურგისთვის. საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის სწორი მუშაობა უზრუნველყოფს ყველა შინაგანი ორგანოს ნორმალურ ფუნქციონირებასა და ასევე კარგ ჯანმრთელობას. თუ ზურგი სწორედ გიკავიათ და თავისუფლად დადიხართ, ეს ხაზს უსვამს თქვენს ქალურობას და უფრო მიმზიდველს გხდით.
3. კვებას უფრო რაციონალურად მიუდექით თუ თქვენ დიეტას ან კვების რეჟიმს არღვევთ, ნუ განაწყენდებით. ძალიან ხშირად ამის მიზეზს განსაზღვრული ფსიქოლოგიური პრობლემა წარმოადგენს. ნუ გაკიცხავთ საკუთარ თავს კიდევ ერთი ნატეხი შოკოლადის გამო, ეს მხოლოდ ხელს უწყობს სტრესის გამძაფრებას. სიამოვნება მიიღეთ ჭამის პროცესისგან – ლამაზად გააწყვეთ მაგიდა და მიირთვით საყვარელი კერძი. ასევე უნდა გაითვალისწინოთ, რომ ცხოვრებისგან სიამოვნების მიღება მხოლოდ საკვების მეშვეობით არასწორი და არაჯანსაღი დამოკიდებულებაა საკუთარი თავის მიმართ. უნდა დაკავდეთ რაიმე სხვა სასიამოვნო, თქვენი ინტერესების შესაფერისი აქტივობით – იმით რაც სიხარულსა და ბედნიერებას მოგანიჭებთ.