- ადგილობრივი საინფორმაციო საშუალებების ცნობით, ზუგდიდში, მე–6 საჯარო სკოლაში განთავსებული #5 საარჩევნო უბანი სასულიერო პირებმა მამა ფრიდონთან ერთად აკურთხეს.
სასულიერო პირებმა განაცხადეს, რომ ამის გაკეთების მიზეზი აქვთ,–არჩევნებში შენიშნული დაძაბულობა.
ისინი, თურმე, 8 საათამდე სხვა უბნების კურთხევასაც გეგმავენ.
ინფორმაციისთვის: დღეს, ჩვენმა ჟურნალისტმა, ერთ–ერთ უბანში მუშაობის დროს, ფოტოს გადაღებისთვის შენიშვნა მიიღო, უადგილოდ დგახართ, ფაქტიურად არჩევნებს შლითო. მეორე უბანში კი, სასულიერო პირის გამოჩენამ და კურთხევის ცერემონიალმა ხმის მიცემის დარბაზში, როგორც ადგილობრივი საინფორმაციო პორტალების ფოტოგალერეადან ჩანს, საარჩევნო პროცესი კი შეწყვიტა, მაგრამ მამა ფრიდონი არავის გამოუძევებია უბნიდან. თუმცა, მალევე, ორი დამკვირვებელი კომისიის თავმჯდომარემ ამ ფაქტის გამო მოცემული შენიშვნისთვის, უბნიდან გააძევა.
“ზუგდიდელებს” ცესკომ განუმარტა, თუ მამა ფრიდონი არ იყო იმ უბნის ამომრჩეველი, მას უფლება არ ჰქონდა შესულიყო ხმის მიცემის დარბაზში და კურთხევის ცერემონიალი ჩაეტარებია.