- ზუგდიდში, ამ წუთას მიმდინარეობს გაერთიანებული ოპოზიციის აქცია
ოპოზიციის ლიდერები ზუგდიდის საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს მირანდა მესხს ადანაშაულებენ საუბნო კომისიებისთვის სამაგიდო სიებისა და ბეჭდების კანონის დარღვევით გადაცემაში. ოპოზიციის თქმით, ეს ნიშნავს არჩევნების წინასწარ გაყალბებას. გამომსვლელებმა აღნიშნეს, რომ საოლქო-საარჩევნო კომისიაში დაბრუნდება სიები და გაცემული ბეჭდები შეიცვლება ახლით. და ეს ფაქტი უკვე არის ოპოზიციის გამარჯვება.