ზუგდიდის მთავარი ნაძვის ხე უკვე ანთია


19 დეკემბერს, საღამოს, ქალაქ ზუგდიდის მთავარი ნაძვის ხე აინთო. ღონისძიებას ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის  საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლები დაესწრნენ. ნაძვის ხე იუსტიციის სახლთან არსებულ პარკში დაიდგა. ულამაზეს ნაძვის ხეს დღეს დილიდან ჰყავდა სტუმრები, როგორც პატარები, ასევე რიგითი, უფროსი ასაკის ზუგდიდელები. ისინი უკვე ულოცავენ ერთმანეთს შობა-ახალ წელს და წარმატებებს უსურვებენ. ზუგდიდელები იწონებენ მთავარი ნაძვის ხის ახალ ადგილსამყოფელსაც, აღნიშნავენ, რომ ახალ პარკში მეტია უსაფრთხო სივრცე.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

five − 3 =

Akismet ანტისპამი