- 13 მაისი, 2019 წელი, ზუგდიდი, ბოტანიკური ბაღი. “ზუგდიდელების” ჟურნალისტთა ჯგუფი ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაციას ისევ დიდი ინტერესით მიადევნებს თვალ-ყურს. ფეისბუქგვერდზე ჩართულია ლაივი.
ზუგდიდელებს, ბაღის იმ პარამეტრს ვათვალიერებინებთ, სადაც ჯერ კიდევ არ არის გაყვანილი სავალი ბილიკები. პერიმეტრს ჭიკარს მიღმიდან ვაკვირდებით. აქვე ვიტყვით, რომ ბაღის მთელ ტერიტორიაზე ჭიშკრის შემოვლება დამთავრებულია. ასევე დამთავრებულია გაწმენდითი სამუშაოები. მიმდინარეობს ბაღის მთელ ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების განაწილება.
მათი უმრავლესობა შემოტანილია ჰოლანდიიდან და იტალიიდან. აშენებულია დამხმარე მებაღის და მებაღის სახლები, ორანჟერეა, სამი საპირფარეშო, მიმდინარეობს საწრეტი არხის, დიდი და მცირე ტბების რეაბილიტაცია, მთავრდება ადმინისტრაციული კორპუსის მშენებლობა, შემოკავებულია ბოტანიკურ ბაღში არსებული დადიანებისეული ძველი შენობების ტერიტორია, არქეოლოგების მიერ ახლადნაპოვნი რამდენიმე შენობის საძირკველი.
მიმდინარეობს სავალი გზების გაყვანა და მოხრეშვა ბაღის ერთ ნაწილში. იქვე მონტაჟდება მაღალი და დაბალი განათებები. მასპინზლებმა გვითხრეს, როგორც კი დასრულდება ბაღის ერთ ნაწილში სავალი ბილიკების გაყვანის სამუშაოები, გადაინაცვლებენ ბაღის მეორე ნაწილში.
ხშირმა წვიმებმა, ბაღში, მუშაობის პროცესი გაართულა. ძნელია გადაადგილება. გვეუბნებიან, რომ ისეთი გრუნტია, ტრაქტორსაც უჭირს ცუდ ამინდებში გავლა და ამის ნახვა ნებისმიერ ადამიანსაც შეუძლია,-ბევრგან ეტყობა მძიმე ტექნიკის გადაადგილების ნაკვალევი, ტალახის ბელტები, ტბორები.
ბაღის ტერიტორიაზე მუშახელის სიმცირე შეინიშნება. განგვიმარტეს, გამოდარების შემდეგ ისევ მოიწვევენ მუშებს და აქტიურად გააგრძელებენ საქმიანობას.
მასპინძლები ირწმუნებიან, რომ რეაბილიტაცია მიმდინარეობს პროექტის ფარგლებში. მაგრამ… მაგრამ ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაცია ვერ დამთავრდება იმ ვადაში, რომელიც ადრე იყო დაანონსებული.
ბაღის შესავლელში, საინფორმაციო ბანერზე რეაბილიტაციის დასრულების თარიღად მითითებულია ზოგადად 2019 წელი. არც თვე, არც რიცხვი, არადა, რეაბილიტაციის დაწყების პირველ საინფორმაციო-სარეკლამო ბანერზე რეაბილიტაციის დასრულების თარიღი დაკონკრეტებული იყო: 2019 წლის 26 აგვისტო. ეს გვაძლევს უფლებას ვიფიქროთ, რომ ეს გაზაფხულიც, ზაფხულიც და შემოდგომაც ჩვენს მშობლიურ ბაღში, უჩვენოდ ჩაივლის. ეს არც ჩვენს მასპინძლებს დაუმალავთ ჩვენთვის.
“ზუგდიდელების” ფეისგვერდზე ლაივის მიმდინარეობის პერიოდში, მოქალაქეები გამოთქვამდნენ თავიანთ აზრს სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ. საგულისხმოა, რომ ისინი უკვე შეგუებული არიან, რომ ბაღის რეაბილიტაცია დაანონსებულ დროში ვერ მოხერხდება. ისინი, იმთავთვე საუბრობენ იმაზეც, რომ სამომავლოდ ჩვენ მას უნდა გავუფრთხილდეთ.
მოქალაქე წერს:” Anushki Gegechkoriმუშაობენ, ერთი დღე არ გაჩერებულან, ამდენი წლები, უპატრონო და მიუხედავი რომ იყო, ისევ ჩვენს მიერ დანაგვიანებული და “შეურაცყოფილი”, მაგას ერთი და ორი დღე ეყოფოდა მოსაწესრიგებლად?! ეს ბინა ხომ არაა ერთ დღეში გააკეთო “უბორკა”?! მოწესრიგებულ, გალამაზებულ პარკში კი დავჯდებით მერე და დავიწყებთ მზესუმზირის ტკაცუნს და მაგასაც ალბათ ძირს დავყრით…ეს ვართ ჩვენ… ასეთები ვართ ჩვენ…” ეს არის, ნამდვილად, სალაპარაკო და საფიქრალი თემა.
“ზუგდიდელებმა” შესაძლებლობა მოგცათ, ერთი საათი ჩვენთან ერთად გაგეტარებინათ ჩვენს საყვარელ ბოტანიკურ ბაღში და საკუთარი თვალით გენახათ მისი დღევანდელი დღე. ჩვენ კვლავაც მოგცემთ საშუალებას, ჩვენთან ერთად იყოთ მისი სტუმარი რეაბილიტაციის პერიოდში და თან არაერთხელ.