- “ჰოლანდიაში ქართული კულტურის ცენტრის” ორგანიზებით, პირველად, ნიდერლანდების სამეფოში, “ქართული თეატრის დღეები 2019” გაიმართა. 5 მაისს, ზუგდიდის თეატრმა ნოდარ დუმბაძის ნაწარმოების მიხედვით დადგმული სპექტაკლი “დაბრუნება” წარმოადგინა.
მსახიობი, მერაბ კაკალია თავის ფეისბუქგვერდზე წერს: “ამსტერდამში გამართულ სპექტაკლს ემოციებისა და აპლოდისმენტების გარეშე არ ჩაუვლია. სპექტაკლს საქართველოს ელჩი ნიდერლანდების სამეფოში ბატონი გიორგი შარვაშიძე დაესწრო. დიდი მადლობა საქართველოს საელჩოს და ჩვენს არაჩვეულებრივ ელჩს გიორგი შარვაშიძეს ამ არაჩვეულებრივი პროექტის მხარდაჭერისთვის”.