ევროპის დღეები ზუგდიდში


  • ზუგდიდში, ევროპის დღეების ფარგლებში, საინფორმაციო აქცია გაიმართა.

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის ბიუროს ორგანიზებით, მოხალისეებმა, ადგილობრივ მოსახლეობას დაურიგეს  საინფორმაციო ბეჭდური მასალა ევროზონაში უვიზო მიმოსვლისა და ევროკავშირის შესახებ გავრცელებული მითების შესახებ.

დღეს, ღონისძიების მეორე დღეს, ზუგდიდის პირველ სკოლაში სპორტული შეჯიბრი გაიმართა.

ევროპის დღეების ფარგლებში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ასევე, დაგეგმილია  სიმბოლური გარბენი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ორსანტიაში,  სემინარი რეგიონის მედიის წარმომადგენლებისთვის, საინფორმაციო შეხვედრა რეგიონის ფერმერებთან, მეწარმეებთან, ადგილობრივი თვითმმართველობის და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან, შეხვედრები საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობასთან და სტუდენტებთან.

ევროპის დღეები 5 მაისს, ოფიციალურად  დაიწყო და მაისის ბოლომდე გაგრძელდება.

ევროპის დღეების მიზანია ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობების, მიმდინარე ინტეგრაციის პროცესის შესახებ საქართველოს მოქალაქეების ინფორმირება და სხვადასხვა სამიზნე ჯგუფების ჩართულობის გაზრდა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!