- “ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტმა” (ISNC) არასამთავრობო ორგანიზაცია “საუნჯესთან” თანამშრომლობით ჩაატარა საჯარო დისკუსია ზუგდიდის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში თემაზე “სამოქალაქო აქტივიზმი მშვიდობის მშენებლობაში”.
დღევანდელი შეხვედრის მომხსენებლები იყვნენ: სალომე ადამია, ლალი დევიძე და ნინო კალანდარიშვილი.
მოდერატორი: ელიკო ბენდელიანი.
დისკუსია ჩატარდა პროექტის “ახალგაზრდული ინიციატივები მშვიდობისათვის” ფარგლებში.