ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარების სასახლის დარბაზში გაიმართა ნიჭიერი ახალგაზრდა პიანისტის ელენე ჩიქოვანისა და მოსწავლე ახალგაზრდობის განვითარების სასახლის აღსაზრდელების კონცერტი.
ღონისძიებას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და ზუგდიდის მერობის კანდიდატი “ქართული ოცნებიდან” გეგა შენგელია იმყოფებოდნენ.