დღეს, წიგნის საერთაშორისო დღე საქართველოს უნივერსიტეტის სამეგრელო-ზემო სვანეთის წარმომადგენლობამ აღნიშნა. წარმომადგენლობის სტუმრებს, ზუგდიდის სხვადასხვა სკოლის წარმომადგენლებს, საქართველოს ახალგაზრდული ალიანსის წევრებს საჩუქრად წიგნები და წიგნის სანიშნეები გადასცა. საქართველოს უნივერსიტეტის სამეგრელო-ზემო სვანეთის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა მაია ღუბელაძემ განაცხადა: “დიდი ილიას სიტყვები ამშვენებს ჩვენ სანიშნეებს, რომელიც საქართველოს უნივრსიტეტმა უფროსკლასელებს გადასცა საჩუქრად. მე მას მხოლოდ გავიმეორებ და ყველას სათქმელს გეტყვით: “ცოდნა სიმდიდრეა, მერე იმისთან სიმდიდრე, რომ რაც უნდა ბევრს დაურიგო, ბევრს გაუწილადო, შენ არა დაგაკლდება რა, თუ არ მოგემატება”.