“ეტი მესხიას სტრასბურგული დღიურები”


დღეს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსწავლე ახალგაზრდობის განვითარების სასახლის ნორჩ ჟურნალისტთა კლუბის “სარკმელის” “გულების ოთახში”, მე–10 საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლემ ეტი მესხიამ  გამართა შეხვედრა “ეტი მესხიას სტრასბურგული დღიურები”
ეტი მესხია, ევროპული აკადემიური ცენტრის საერთაშორისო პროგრამაში გამარჯვებულ დელეგატებთან ერთად გაემგზავრა სტრასბურგში და მონაწილეობა მიიღო ევროპარლამენტში გამართულ ღონისძიებებში. დღევანდელ შეხვედრაზე მან ისაუბრა გზაზე, რომელიც გაიარა ევროპარლამენტის მოდელირებიდან ნამდვილ ევროპარლამენტამდე; მისი თვალით დანახულ ევროპის უმაღლეს ორგანოებზე და ევროპის ღირსშესანიშნაობებზე; როგორი წარმოედგინა და როგორი აღმოჩნდა ევროპა. შეხვედრაზე ნაჩვენები იყო ეტი მესხიას მიერ გადაღებული ვიდეოკადრები სტრასბურგული შეხვედრებიდან.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!