მერის რიგარეშე არჩევნები მაისის თვეში გაიმართება. არჩევნების თარიღი ამ დროისათვის ცნობილი არ არის. ზუგდიდის #67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ მირანდა მესხმა გვითხრა, რომ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა შეიძლება მაისის პირველნახევარში, ან თვის ბოლოს. “60 დღით ადრე, ოფიციალურად გამოცხადდება. ჩვენც ველოდებით, თვალს ვადევნებთ ცესკოს სხდომის დღის წესრიგს. სავარაუდოდ, ვფიქრობ ხვალ, გაიტანენ სხდომაზე. რაც შეეხება მერობის კანდიდატების რეგისტრაციას, არჩევნების თარიღის დანიშვნიდან არჩევნების დღემდე, არაუგვიანეს ოცდამეათე დღისა, არის რეგისტრაციის ბოლო ვადა”.
მერის პოზიცია ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც თანამდებობა ლაშა გოგიამ საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.