ილია ტაბაღუა-100


დღეს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცენტრალური ბიბლიოთეკის სააქტო დარბაზში, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ ილია ტაბაღუას 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საიუბილეო შეხვედრა გაიმართა. ილია ტაბაღუას ღვაწლზე, მის ნაშრომებზე და საზოგადოებრივ ცხოვრებაზე ისაუბრეს ისტორიკოსებმა: ზაალ ქორთუამ, კოტე ჭილაიამ და ლაშა ჯიქიამ. ღონისძიებას უძღვებოდა მერიის განათლების, ძეგლთა დაცვის, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის წარმომადგენელი ზამირა ღადუა. შეხვედრის მონაწილეებს მიესალმა ბიბლიოთეკის დირექტორი ქალბატონი მადონა მაქაცარია. “საამაყოა დღევანდელი დღე. მეასე წლისთავზე გავაცოცხლეთ ბატონი ილია. ვიძლევი აუდიტორიის წინაშე პირობას და მერიაშიც განვაცახდე, ილია ტაბაღუას ერთი ნაშრომი მაინც თუ შემოვა ბიბლიოთეკაში, ვეცდები იმ დღიდან, ყველა ზუგდიდელი მეცნიერის ნაშრომი მოვიძიო და ჩვენს ბიბლიოთეკაში გავხსნათ სამეცნიერო განყოფილება”.

შეხვედრაზე გაიჟღერა მოსაზრებამ, რომ ზუგდიდის ერთ-ერთ ქუჩას ილია ტაბაღუას სახელი შეერქვას.

შევხედრას ესწრებოდა, ილია ტაბაღუას შვილი. მისასალმებლ სიტყვაში მან აღნიშნა, რომ ეს დღე მისთვის განსაკუთრებულია.დღევანდელი ღონისძიება მერიის მხარდაჭერით განხორციელდა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!