ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრს ახალი წევრი ჰყავს, რესპუბლიკის დამსახურებული არტისტი და სახელმწიფო პრემიის ლაურეატი ზურაბ ანთელავა. “1 მარტიდან უკვე ვითვლები თეატრის მსახიობად, აგრეთვე ვიმუშავებ “ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრში” რეჟისორ კონსულტანტად. დიდი სურვილი მქონდა დავბრუნებულიყავი ჩემს მშობლიურ კუთხეში და როგორც ყველა ანთელავამ შეიტანა ზუგდიდის განვითარებაში და კულტურაში, ისე მინდოდა მეც შემეტანა ჩემი წვლილი.” -უთხრა “ზუგდიდელებს” ზურაბ ანთელავამ.
“გვიხარია, რომ ბატონი ზურაბი ჩვენი გუნდის წევრი გახდა. ვუსურვებთ ნაყოფიერ და წარმატებულ შემოქმედებით საქმიანობას.”-ნათქვამია ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის ფეისბუქგვერდზე გაკეთებულ განცხადებაში:
“მსახიობს ასამდე როლი აქვს შესრულებული თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის დრამატული თეატრის სცენაზე. რამდენიმე ფილმში : “ხარება და გოგია”, “დათა თუთაშხია”, “ათოვდა ზამთრის ბაღებს”, “ხიბულა” და სერიალში “ჩემი ცოლის დაქალები” აქვს მონაწილეობა მიღებული. საქართველოში მძიმე პერიოდის დროს, სამშობლოდან და თეატრიდან წავიდა. 15 წელი ემიგრაციაში იმყოფებოდა, მაგრამ სამშობლოს სიყვარულმა და მონატრებამ ისევ საქართველოში დააბრუნა და საყვარელ საქმესაც დაუბრუნდა სოხუმის მოზარდ მაყურებელთა თეატრში”.
ჩემი საოცარი გულთბილი ადამიანი, საუკეთესო მეგობარი და ყველასთვის უსაყვარლესი ბუძი