აქცია-პერფომანსი


“სამეგრელოს ხმის” ლიდერმა თენგო ჯგუშიამ, მოქალაქეებთან ერთად, სკეიტ პარკის ტერიტორიაზე, ემ კვადრატის მიერ სასტუმროს სავარაუდო აშენებაზე უკანონო გარიგების წინააღმდეგ აქცია გამართა.

ჯგუშიას განმარტებით, ხელისუფლება ამ ამბავს გადჰაყვება. „ხელისუფლება ჩადის გაუგონარ დანაშაულს. სამოქალაქო პროტესტი იქნება უძლიერესი”.

აქციის მონაწილეთა თქმით, ისინი ამ ტერიტორიას არ დათმობენ, რადგან საქმე ქალაქის ისტორიულ ნაწილს, ადგილობრივების დასასვენებელ ადგილს ეხება.

მოქალაქეებმა პროტესტის ნიშნად, ერთგვარი პერფომანსი ჩაატარეს. მათ ყინულის სახლის ტერიტორია მწვანე ლენტით შემოსაზღვრეს.პარარელურად, იმ წუთებში, როცა ეს აქცია მიმდინარეობდა,ზუგდიდის მერიამ გაავრცელა განცხადება, რომ “ზუგდიდის ყინულის სახლი 22 თებერვალს 18:00 საათზე გაიხსნება. გახსნის ცერემონიალში ბათუმის ყინულის სახლის სპორტსმენები, ბათუმის მოცეკვავეთა დასი და ქუთაისის ყინულის სახლის ჰოკეისტთა გუნდი მიიღებს მონაწილეობას”.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!