გარდაიცვალა ცნობილი ზუგდიდელი, ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, აქტიური მოქალაქე მამუკა მაქაცარია, რომელიც მთელი თავისი შეგნებული ცხოვრების მანძილზე იბრძოდა ქვეყნის ეროვნულ-დემოკრატიული განვითარებისათვის და ჯერ კიდევ გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან, სრულიად ახალგაზრდა, იდგა იმ ადამიანების გვერდით, ვინც პატრიოტული იდეებით კვებავდა საქართველოს მოქალაქეებს, ვინც მუდამ იყო მოწოდების სიმაღლეზე ქვეყნისა და ქალაქის წინაშე.