“მიმდინარეობს მოლაპარაკებები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინიტროს, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიასა და ჩვენ კომპანიას შორის. თბილსის-ზუგდიდის რეისების შესრულება 2020 წლიდან იგეგმება, ვინაიდან ზუგდიდში ფრენებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა არ არსებობს, ადგილობრივი აეროდრომი საჭიროებს რეაბილიტაციას, შესაბამისად, ეკონომიკის სამინისტრომ მისი რეაბილიტაცია უნდა განახორციელოს”, – განმარტა ამირან მანჯავიძემ.
ჟურნალისტის კითვხაზე, რამდენად არის მოთხოვნა ზუგდიდის მიმართულებით ფრენებზე, მანჯავიძემ აღნიშნა: „თბილისის-ზუგდიდის მიმართულებით არა მხოლოდ ზაფხულის სეზონზე, არამდე მთელი წლის განმავლობაში მოთხოვნა ძალიან დიდია. აღნიშნულ მიმართულებაზე მოთხოვნა სამეგრელოში, კერძოდ კი, ანაკლიის პორტის მშენებლობამ განაპირობა. მოგეხსენებათ, რომ პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით, საკმაოდ საქმიანი ვიზიტების რაოდენობა გაიზარდა, აქედან გამომდინარე ჩვენთან მომართვიანობამაც იმატა”, – განმარტა ამირან მანჯავიძემ.