ზუგდიდში, საქართველოს 24 ქალაქთან ერთად ჩატარდა აქცია, რომელიც ქალთა ძალადობის წინააღმდეგაა მიმართული. ქალაქის ცენტრში, ,,ატრიუმის” წინ შეიკრიბნენ საზოგადოებრიობა, არასამთავრობო ორგანიზაციები, მედია, ქალაქის ხელისუფლების წარმომადგენლები. თითოეული მათგანი გაერთიანდა იმ განწყობით, რომ არა უთხრან ქალების მიმართ ძალადობას, რომელსაც მხოლოდ ერთად ყოფნით თუ მოვაგვარებთ. ეს არის ქალთა მოძრაობა სრულიად საქართველოში, რომელსაც სამეგრელოც შეუერთდა.