დეპუტატ კაკავას ინიციატივა


დღეს, ზუგდიდის მუნიციპლაიტეტის საკრებულოს სხდომაზე დეპუტატმა კონსტანტინე კაკავა მერიის ააიპ-ების საქმიანობის შესწავლის მიზნით, სამუშაო ჯგუფის შექმნის ინიციატივით გამოვიდა. მისი განცხადებით: “ბოლო დღეებში ჩვენ გამოვითხოვეთ ინფორმცია ააიპ-ების საშტატო ნუსხის ბიუჯეტის შესახებ და გავაანალიზეთ არსებული მდგომარეობა. ააიპიების ტექნიკური, რაოდენობრივი გაერთიანება და გამსხვილება ფაქტიურად აღმოჩნდა არაეფექტური. არავითარი ფინანსური კლება არ გვაქვს. გაერთიანებული ააიპიების მართვა გახდა არაეფექტური, ამიტომაც მივმართავ აპარატს, საკრებულოს წევრებს შესაბამისი პროცედურების გავლით შევქმნათ დროებითი სამუშაო ჯგუფი ააიპიების საქმიანობის შესწავლის მიზნით.”


Start at

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბესიკ ჭეჟიას ინციატივას მიესალმება. “მე ბევრჯერ გამომიხატავს ამასთან დაკავშირებით ჩემი პოციცია. ვმუშაობთ მუნიციპალიტეტის მერიასთან ერთად, შეიძლება შეიქმნას სტრუქტურული რეორგანიზაციის კომისია, რომელიც შეისწავლის ამა თუ იმ ააიპიების ,დღეს არსებული ფორმით შენარჩუნების მიზანშეწონილობას და ასევე განსაზღვრავს თითოეულ ააიპიში საშტატო ერთეულების რაოდენობას, რომ ერთხელ და სამუდაომ ბოლო მოეღოს ამ თემას, რომელიც ხშირად გხვდება”.-უთხრა ჟურნალისტებს ჭეჟიამ.

საკრებულოს ფრაქცია “ევროპული საქართველოს” წევრმა ბათლომე შელიამ აღნიშნა, რომ ააიპიებში ხალხი დასაქმებული იყო პოლიტიკური ნიშნით. “ეხლა, როგორც კი სიგნალი იგრძნეს მოსახლეობიდან და პირველი ტურის შედეგები, როგორც კი დაინახეს დღეს, ვითომ ცდილობენ რაღაცის გამოსწორებას. მე არ მჯერა, ამ ხელისუფლების, რომ რაღაც ეფექტურ ნაბიჯებს გადადგამენ, მაგრამ ვნახოთ”.-თქვა შელიამ.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!