საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 1 975 845-მა ამომრჩეველმა, რაც საერთო რაოდენობის 56.23 %-ია. ამ რაოდენობაში არ შედის საზღვარგარეთ არჩევნებში მონაწილე ამომრჩევლების რაოდენობა. “კენჭისყრის პროცესმა მთელს ქვეყანაში მშვიდად და განსაკუთრებული დარღვევების გარეშე ჩაიარა.
იყო გარკვეული ტიპის ხარვეზები, რომლებზეც უმრავლეს შემთხვევაში, ადმინისტრაციას საარჩევნო უბნებზევე ჰქონდა რეაგირება“,- განაცხადა ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ. მისი თქმით, დღეს, ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრი მუშაობს უწყვეტ რეჟიმში. “მთელი დღის მანძილზე შემოვიდა 1 739 ზარი და 522 შეტყობინება ონლაინ ჩატის მეშვეობით. მათი დიდი ნაწილი ამომრჩევლების მიერ სიაში მონაცემების გადამოწმებას, საარჩევნო უბნის მისამართებისა და საარჩევნო პროცედურების დაზუსტებას შეეხებოდა”.