დღეს, დილიდან, დაიწყო ვლაქერნის ღვთისშშობლის სახელობის ეკლესიის დაცლა საეკლესიო ინვენტარისგან. როგორც “ზუგდიდელებთან” საუბარში, ტაძრის წინამძღვარმა მამა მალხაზ ჭანტურიამ განაცხადა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა, ეკლესიის იატაკის შესაცვლელად გამოყო 40 ათასი ლარი. მამა მალხაზი ამბობს, რომ იატაკის შეცვლაში, კომპანიას, რომელიც ამ საქმეს წარმართავს, დახმარებას გაუწევს ტაძრის მრევლი.
მუნიციპალიტეტის მიერ ვლაქერნის ღვთისმშობლის ეკლესიის იატაკის შესაცვლელად, ბიუჯეტიდან, თანხის გამოყოფა დაადასტურა ზუგდიდის მერიის პრესამსახურმა, თუმცა, ის არ ფლობს ინფორმაციას, თუ რომელი სამშენებლო კომპანია და რა ვადებში შესრულდება სამუშაოები ეკლესიაში. როგორც პრესსამსხურიდან გვაცნობეს, თანხა გადაერიცხა საპატრიარქოს და ის შემდგომ, თავად განკარგავს საქმიანობებს.
სამუშაოს წარმართავს ინდმეწარმე “ელიზბარ ჯალაღონია”. როგორც ელიზბარ ჯალაღონია ამბობს, სამუშაოების დამთავრება ნავარაუდევია 15–20 იანვრისთვის.