მესხიაუნს განათლების მინისტრის მოადგილე ნათია ზედგინიძე ესტუმრა


 შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნათია ზედგინიძე ესტუმრა. მინისტრის მოადგილემ სტუდენტებს, პროფესორებსა და უნივერსიტეტის ადმინისტრაციას ყველასთვის მნიშვნელოვანი ავტორიზაციის წარმატებით გავლა მიულოცა და აღნიშნა,

რომ ეს წარმატება უნივერსიტეტის თითოეულ წევრს – მის აკადემიურ თუ ადმინისტრაციულ პერსონალს, ყველა სტუდენტსა და კურსდამთავრებულს ეკუთვნის, რადგან სწორედ ისინი, თავისი პროფესიონალიზმითა და დაუღალავი შრომით ქმნიდნენ უნივერსიტეტის წარმატებულ ისტორიას. მოხსენებაში აქცენტი გაკეთდა სამინისტროს პრიორიტეტებზე, სტუდენტთა დაფინანსების წესზე, კვლევებზე, ინფრასტრუქტურისა და რეაბილიტაციის პროექტებზე, საერთაშორისო პროექტებზე. მილოცვას შეურთდნენ შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი ელზა ჯგერენაია და ზუგდიდის ვიცე მერი გიორგი შენგელია. ელზა ჯგერენაიამ ისაუბრა სტუდენტთა საჯარო სამსახურში სტაჟირებისა და დასაქმების პოლიტიკაზე.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!