რიყის ძალოსანთა დარბაზს ავთანდილ გახოკიძის სახელი მიენიჭა


რიყის ძალოსანთა დარბაზს დაერქვა საქართველოს დამსახურებული მწვრთვნელის, ავთანდილ გახოკიძის სახელი. რის შესახებაც, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის განმარტებით, ძალოსნობის ფედერაციამ მომართა მუნიციპალიტეტს თხოვნით.

“ბატონი ავთანდილის წვლილი ძალოსნობის განვითარებაში დაუფასებელია, მას სამოცდაათამდე ტიტულოვანი აღზრდილი ჰყავს. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ის არის პირადი მწვრთვენლი ლაშა ტალახაძის, რომელმაც ასახელა ჩვენი ქვეყანა. მისი ღვაწლის ერთ-ერთი მაგალითია რიყის სპორტული დარბაზი, სადაც მრავალი ტიტულოვანი სპორტსმენი აღიზარდა და ჩვენ ძალიან ვამაყობთ მათი წარმატებებით.”-თქვა წოწერიამ.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას საკრებულოს დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!