დაგეგმილია დევნილებისთვის 9 კორპუსის აშენება


დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მუნიციპალური განვითარების ფონდი უახლოეს დღეებში, ზუგდიდში და წყალტუბოში დევნილთა საცხოვრებელი სახლების მშენებლობაზე, ტენდერს გამოაცხადებს. ამ ეტაპზე, დაგეგმილია 780 დევნილი ოჯახისთვის 9 კორპუსის მშენებლობა.

პროექტის ფარგლებში, ყველა ბინაში დამონტაჟდება წყლისა და გაზის გამათბობლები, მოეწყობა გარე ინფრასტრუქტურა, სკვერები, მოსასვენებელი ადგილები და ბავშვთა გასართობი მოედნები. ასევე, დაგეგმილია საცხოვრებელ სახლებთან მისასვლელი გზების და ავტოსადგომების მოწყობა.